ეკოლოგია

ეკოლოგია

Wednesday, May 15, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა1

1. პროექტის სახელწოდება:     ჩაიკოვსკის წელიწადის ოთხი დრო.
2. პროექტის მთავარი იდეა: დიდი რუსი კომპოზიტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის,
შემოქმედების  გაცნობა.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლე ეზიარება დიდი კომპოზიტორის,შემოქმედის ცხობრებას, იფართოვებს ზოგად ცოდნას.
4. პროექტის მიზნები: სიტყვათა მარაგის გამდიდრება, შევსება; მეტყველების, გამოთქმის დახვეწა, წინადადებების შედგენის, დაწყობის, აზრის ნათლად ჩამოყალიბების უნარ -ჩვევების განვითარება და დახვეწა. დასკვნის გაკეთების და ანალიზის უნარის განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი: 10კლასი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაციები, კედლის გაზეთი, ესსეები

.8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროქტორი, საჭირო ლიტერატურა.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის მსვლელობა დაიყოფა რამდენიმე ნაწილად: 1. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს იდეას და ხდება ამ იდეის ორმხრივი დამუშავება. მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ აზრს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით; 2. ორგანიზაციული საკითხები: ხდება მოსწავლეების ჯუფებად დაყოფა, ფუნქციების დელეგირება, შესასრულებელი სამუშაოების ეტაპებად დაყოფა და ვადების განსაზღვრა და ა.შ. 3. მუშაობის პროცესი: მოსწავლეები ინტერნეტისა და სხვადასხვა ლიტერატურული წიგნების მეშვეობით მოიპოვებენ ინფორმაციას; არჩევენ ვიდეოებს ცნობილი კომპოზიტორის შესახებ, მისი ბიოგრაფიიდან არჩევენ საინტერესო მომენტებს  და ა.შ. 4. პრეზენტაცია: მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ თავიანთ პრეზენტაციას. 5. ბოლო ეტაპზე, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, მოხდება გამარჯვებული ჯგუფის გამოვლენა. გამარჯვებულ გუნდს გამოავლენენ თავად მოსწავლეები ხმის მიცემის მეშვეობით.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები შეიცნობენ და გამოიყენებნ სასწავლო პროექტის და პრეზენტაციის შექმნისა და წარმართვის ხერხებს. ისინი ჩამოაყალიბებენ თემას, შესავალ ნაწილს, პრობლემის აზრსს, მიზნებსა და ამოცანებს და განსაზღვრავენ მოსალოდნელ შედეგებს. ისწავლიან აზრით იოლად და სრულყოფილად გადმოცემას.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამრიკო ლობჟანიძე. ქ. თბილისის 54-ე საჯარო სკოლა12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lobjanidzetamriko@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://lobjanidzetamriko.blogspot.com/